ავტობუსების მძღოლებმა ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ აქცია გამართეს

მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლებმა ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ კომპანია”მეტრო პლიუსის” წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა კომპანიის ზუგდიდის სატრანსპორტო ბაზრიდან გასვლაა.

აქციაზე იმყოფება ტრანსპორტის პროფკავშირების თავჯდომარე ლავრენტი ალანია, რომლის მტკიცებით, “მეტრ პლიუსს”ადგილობრივი ხელისუფლება ლობირებს.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ესართია კი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კომპანია”მეტრო პლიუსს” ფუნქციონირების ნებართვის შესაბამისი დოკუმენტების წარდგენამდე მუშაობა შეწყვეტილი აქვს.

“ლობირების თემა არასერიოზულია. რაც ეხება კომპანიის მუშაობას, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, რატომაც არ უნდა იფუნქციონიროს “მეტრო პლიუსმა”- აღნიშნავს ესართია.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი: აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმება წარმოუდგენელია
შემდეგი სტატიალეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს