ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლებმა ზუგდიდში შიმშილობა დაიწყეს

ზუგდიდი-თბილისის და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლებმა ზუგდიდში შიმშილობა დაიწყეს.
მოშიმშილეები პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრას და სატრანსპორტო კომპანია „მეტრო +“-სთან დაკავშირებით ვითარების გარკვევას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ვიდრე კომპანიის ზუგდიდის სატრანსპორტო ბაზრიდან გასვლა არ მოხდება, შიმშილობას არ შეწყვეტენ.
„ულუკმაპუროდ გვტოვებენ, ყურადღებას არავი გვაქცევს, არავის ვაინტერესებთ. მოვითხოვთ დეპუტატების ჩამოსვლას“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა
შემდეგი სტატია“საგარეჯოს არჩევნების გაყალბების შესახებ დოკუმენტური, ჟურნალისტური გამოძიება მზადდება”