ავტობანზე საწვავის გადამზიდი მანქანა იწვის, ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ხანძარია. ცეცხლი ავტობანზე მოძრავ, საწვავის გადამზიდ, მისაბმელიან სატვირთო მანქანას გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი. მომხდარის გამო, მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიენმ-ს წევრი მანუჩარ ჩხეტია ზუგდიდის პოლიციიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაშსს-მ ზესტაფონში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა