ავტობანზე მანქანა ცხენებს დაეჯახა – ამ დრომდე შესაბამისი სამსახური არ მისულა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბადრი ბასიშვილის განცხადებით, ავტობანზე მანქანა ცხენებს დაეჯახა. გავრცელებული ფოტოს მიხედვით დაშავებული 3 ცხენია.

ბასიშვილი წერს, რომ შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა, ადგილზე შესაბამისი სამსახური კი ამ დრომდე არ მისულა.

“წეროვანთან ავტობანზე მანქანა დაეჯახა ცხენებს 1 საათია, ერთი ცხენის გადარჩენა შესაძლებელია და ამ დრომდე არ მოსულა შესაბამისი სამსახური”, – წერს ბადრი ბასიშვილი.

banner
წინა სტატიაშიჯანმოს წარმომადგენელი 27 წლის ექთანზე – ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა
შემდეგი სტატიასერგეენკო – არ მგონია, „ქართულ ოცნებაში” სხვა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები გამოჩნდნენ