ავტობანის რიკოთის მონაკვეთის დაფინანსებაზე აზიის განვითარების ბანკი 27 სექტემბერს იმსჯელებს

აზიის განვითარების ბანკის ბორდი ავტობანის ხევი-უბისას მონაკვეთის დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას 27 სექტემბერს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია საფინანსო ინსტიტუტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

წინასწარი ინფორმაციით, პროექტისთვის 257.4 მილიონი ევროს გამოყოფა იგეგმება. ხევი-უბისას მონაკვეთზე 12.2 კმ გზის მშენებლობა იგეგმება, მათ შორის 35 ახალი ხიდის (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა.

უკვე ცნობილია, რომ ხევი-უბისას გზის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერით 10 კომპანია დაინტერესდა. გამარჯვებული კომპანია დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციის შემდეგ გამოვლინდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ფარული ჩანაწერები ვისი სტილიც არის, ვიცით და საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი საარჩევნო პროცესებს
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დღეს დაკავებული 6 პირიდან 5 აფთიაქების მეპატრონეა