ავტობანის მშენებლობაზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ავტობანის მშენებლობაზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე დასაქმებულები გაიფიცნენ. ორასზე მეტი ადამიანი ხელფასის 30%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს.

მათი თქმით, არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მათი ხელფასი მინიმალურია და დღიურად 30 ლარს იღებენ. გაფიცულების თქმით, აღნიშნულ თანხაში საკვები და ტრანსპორტიტების ხარჯები შედის.

ადგილზე სამუშაოებს გზების და ხიდების ჩინური კომპანია „ჰუ ნა ნი“ ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ისინი საკითხის განსახილველად ერთკვირიან ვადას ითხოვენ და გაფიცულებს მოლაპარაკებაზე ათი ადამიანის შეყვანას სთავაზოვენ.

შეთავაზება მიუღებელია აქციის მონაწილეებისთვის და ამბობენ, რომ დაპირებების აღარ სჯერათ და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის გაგრძელებით იმუქრებიან.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 089 თბილისში, 167 აჭარაში, 121 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
შემდეგი სტატიახათუნა ზახაშვილი – საქართველოში „ინდური შტამი“ არ დაფიქსირებულა