6-დან 9 ივლისის 12:00 საათამდე ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება,_ ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში მოძრაობა განხორციელდება ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩისა და საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მოსახლეობასა და ავტომობილების მძღოლებს შექმნილი დროებითი შეფერხებისთვის და მოუწოდებს, გადაადგილებისას გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები და იხელმძღვანელონ ადგილზე განთავსებული საგზაო ნიშნებით”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.















