ავტოავარიის შედეგად სასწრაფო დახმარების ოთხი ექიმი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გვიან ღამით თბილისში, აბაშიძისა და ნაფარეულის ქუჩის კუთხეში. ავარიის შედეგად დაშავდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 4 ექიმი დაშავდა. 3 მათგანი მკურნალობას სახლში განაგრძობს, ერთი კი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება.

ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურისა და სავარაუდოდ ჯიპის ტიპის ავტომობილები შეეჯახნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაში15 ნოემბერს პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება
შემდეგი სტატიაოზურგეთში საკეისრო კვეთის დროს გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარს ბათუმში ექსპერტიზა ჩაუტარდა