ავტოავარია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში მსუბუქი ავტომობილი ინკასაციის მანქანას შეეჯახა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია მუშაობს.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია)

banner
წინა სტატიაშიმოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოშია
შემდეგი სტატიაგამოიძიე! – საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ბათუმში აქციით დახვდნენ