ავთენტურობა რატომ არის ახალი ამბავი არ მესმის – სერგი კაპანაძე გვარამია-ახვლედიანის ფარულ ჩანაწერზე

მოძრობა”ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება.
შსს-ში აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული ჩანაწერი ავთენტურია.
გვარამია აღნიშნულ ჩანაწერზე თავად ამბობდა, რომ ავთენტური იყო და ჩაწერაც პირადად განახორციელა.

“აქ უბრალოდ საუბარი იყო, რომ ჩანაწერი მოპოვებულ იყო უკანონოდ, სუს-ის მხრიდან, როგორც გვარამია ამბობდა. იმის დადასტურება, რაზეც ავტორი ამობდა, რომ მისი გაკეთებულია და ავთენტურია, რატომ არის ახალი ამბავი, არ მესმის. თუმცა მესმის პოლიტიკურად, დღეს ხელისუფლების ინტერესში არის მაქსიმალურად მიიტანოს იერიში „რუსთავი 2“-ზე, მის გენერალურ დირექტორსა და ზოგადად ჟურნალისტებზე, იმისთვის, რომ პოლიტიკური გეგმა, რომელიც ამ ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად გააჩნია, მიიყვანოს ბოლომდე”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაში პოლიტიკური მოტივები დევს- გამოხმაურება მოსკოვიდან
შემდეგი სტატიანიკა გვარამია დაკითხვაზე მოწმის სახით არის დაბარებული, თუმცა ადვოკატი სტატუსის შეცვლას არ გამორიცხავს