ავთანდილ წერეთელი – თუ ისეთი შესაძლებლობები მაქვს, როგორც ამბობენ, 500 000-ს გავეკიდები? – ტელევიზია გინდათ? ვერ მიიღებთ!

თუ ისეთი შესაძლებლობები მაქვს, როგორც ამბობენ, 500 000-ს გავეკიდები? 500 000 მატყვევებს? – ამის შესახებ ბრალდებულმა ავთანდილ წერეთელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. როგორც ის განმარტავს, საქართველოში იმის გამო დაბრუნდა, რომ ის დამნაშავე არ არის.

“ჩემმა მეგობრებმა და უახლოესმა ხალხმა მთხოვეს ფული. ის ჩემი ფული იყო და ვასესხე. თურმე, ქონებები ფიქტიურად ჩამიდია. თქვენ არ ხართ ამ საქმის გამომძიებლები, ეს არ არის თქვენი გამოძიებული საქმე, თორემ ასე არ გექნებოდათ გამოძიებული. ავიღე კრედიტი, ეს ჩემი ნებაა. შემიძლია ქონებაც ვიყიდო, გავასესხო. იმ დროს ბრუნვა 200 მილიონ დოლარამდე მქონდა პატვიცემულო მოსამართლე. რა ფულის გათეთრებაზეა საუბარი? გამომძიებელს უნდა დამიმტკიცოს თეთრი ფული გავათეთრე. თუ ისეთი შესაძლებლობები მქვს, როგორც ამბობენ, 500 000-ს გავეკიდები? 500 000 მატყვევებს? დამნაშავე არ ვარ და ამიტომ ჩამოვფრინდი დღეს. რატომ ჩამოვედი, თუ ასეთი ცხოვრება მაქვს მოწყობილი, უცხოეთში წამოწოლილი ვარ და რასაც მინდა ვაკეთებ. ტელევიზია გინდათ? ვერ მიიღებთ! არასწორი ინფორმაცია გაქვთ, რატომ 100 000-ჯერ არ ვარ ამ ათ წლის განმავლობაში გაფრენილი?” – განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს დღეს დილით მიმართა. საგამოძიებო უწყება წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

საგამოძიებო უწყება ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია – ხელისუფლება რეპრესიებზე გადავიდა, ჰგონიათ, ამ გზით შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, სინამდვილეში, პირიქით მოხდება
შემდეგი სტატიავატო წერეთელი-მე უნდა ვიხსნა მამაჩემი – თუ გირაოში ქონების ჩადება მოგვიწევს, ეს იქნება „ტვ პირველის“ შენობა