ავთანდილ თალაკვაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აქციაზე დაშავებულის ოჯახს მისი ადგილსამყოფელი დაუმალეს

region
ავტ.: region ივნისი 29, 2019 15:31

ავთანდილ თალაკვაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აქციაზე დაშავებულის ოჯახს მისი ადგილსამყოფელი დაუმალეს

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 20 ივნისის აქციაზე ერთ-ერთი დაშავებულის ოჯახს პაციენტის ადგილსამყოფელი დაუმალეს.

საუბარია დაშავებულ პირზე, რომელიც ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პაციენტი ალადაშვილის კლინიკიდან „რეგიონულ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს და მეორე დღესვე მოხდა მისი იდენტიფიცირება. თალაკვაძის თქმით, ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაშავებულის ოჯახს თავად შეატყობინეს პაციენტის ადგილსამყოფელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელნა აქციაზე დაშავებულები დღეს „რეგიონულ ჰოსპიტალში“ მოინახულა. მისი ინფორმაციით, კილინიკებში აქციაზე დაშავებული ექვსი პირი რჩება.

region
ავტ.: region ივნისი 29, 2019 15:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics