ავთანდილ ხურციძის დედა ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს

ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის დედა მაყვალა ხურციძე ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.

როგორც ის აცხადებს  ჩხუბი, რის გამოც ავთანდილ ხურციძეს ედავებიან, სპეციალურად მოწყობილია.

„ეს ჩხუბი არის ჩაწყობილი და სპეციალურად მოუწყვეს ჩემს შვილს, რადგან მის წინააღმდეგ ხელმოსაჭიდი არაფერი ჰქონდათ და ვერანაირ ბრალს ვერ უყენებდნენ. ციხეში ჩხუბი სპეციალურად მოაწყვეს, კადრები ნახონ. მისი ბრალი არაფერი არ არის. ტიტულები ჩამოართვეს და ეს გადაწყვეტილება რომ გაემყარებინათ, ამიტომ მოუწყვეს ეს ყველაფერი“, – აცხადებს  მაყვალა ხურციძე

მისი თქმით, უკვე მოითხოვა საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტები და შემდგომ ქმედებას ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ დაგეგმავს.

ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობამიუსაჯა. ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. დაკავებულებს ამერიკის იუსტიციის სამინისტრო საბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებად – „შულაია ენთერფრაიზად“ მოიხსენიებდა.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკის მომხმარებლები “ერთგულ” ქულებს უკვე „კარფურშიც“ დააგროვებენ
შემდეგი სტატიაყაჩაღობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა