ავთანდილ ხურციძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ ამერიკის შეერთებული შტატების საპატიმრო უკვე დატოვა.

ინფორმაცია ხურციძის Facebook გვერდზე გავრცელდა. ქართველ სპორტსმენს გათავისულებას ახლობლები და მეგობრები ულოცავენ.

ხურციძემ მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ თავად გაავრცელა. მისი თქმით, ვადაზე ადრე გათავისუფლება კარგი ყოფაქცევისა და დისციპლინის გამო მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებზე – 6000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის და წვალების პერიოდი
შემდეგი სტატიაDRI – საარჩევნო სუბიექტები წინასაარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირებს და რელიგიურ თემატიკას იყენებენ