ავთანდილ ხურციძე აშშ-ს საპატიმროს დღეს დატოვებს

ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებული შტატების საპატიმროს დღეს დატოვებს. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ თავად ხურციძემ გაავრცელა.

მისი თქმით, ვადაზე ადრე გათავისუფლება კარგი ყოფაქცევისა და დისციპლინის გამო მოხდა.

“მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. თავისუფლება ზუსტად ისეთია როგორიც გახლავართ მე, გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ დარჩენილი რამოდენიმე ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთ წლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში. რაღა დაგიმალოთ და უკეთეს პირობებში რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს, არ დაგზარდებით და აგისახავთ ამა თუ იმ პირობებს, ფეხბურთის სტადიონი სტანდარტებში მოთავსებული ირბინე ენის წაგდებამდე არაა პრობლემა კრუგზე შტანგების და ტრენაჟორების დარბაზი, ტიხარი გვერდით სარბენი მანქანები ერთი ოთხი, რავიცი სკაკალკები , მძიმე ბურთები, პრესის საკაჩაო დანადგარები და სხვადასხვა ესეთი მოსამზადებელი საშუალება რაც ჩემს ქვეყანაში არასდროს არ მქონია. ასე რომ მე კმაყოფილი ვარ ესეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე და მზად მყოფი კარიერის კარიერის გასაგრძელებლად. დიდი მადლობა ამერიკას დროულად განთავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფა ქცევით და დისციპლინის მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის. პატივისცემით თქვენი ავთანდილ ხურციძე”, – დაწერა ხურციძემ Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაში4 ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ჩუღურეთის ოლქის შეთანხმებული მაჟორიტარობის ოპოზიციური კანდიდატი წარადგინა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა