ავთანდილ გალდავა – კარგად ვარ

კარგად ვარ, მძევალები კარგად არიან, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ერთ-ერთი იყო „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის მიერ აყვანილ მძევლებს შორის.

გალდავა წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. სხვა დეტალებზე მას ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.

გამთენიისას გაათავისუფლეს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა და მასთან ერთად აყვანილი ორი პირი. თავდამსხმელის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, შესაბამისად, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

უცნობია ასევე მძევლების გათავისუფლების დეტალები.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე: ხელისუფლება, რომელიც მძევლებს პოლიტიკური ნიშნით ახარისხებს – უნდა წავიდეს!