ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო რაჭაში ილია წულაიას კუთვნილ სასტუმროში ისვენებს

ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო რაჭაში, შოვში იმყოფება. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ის დეპუტატ ილია წულაიას კუთვნილ სასტუმროში ისვენებს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ბილანიშვილი რამდენიმე დღის წინ, შოვში გამართულ წვეულებასაც დაესწრო.

3 ივლისს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერებს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ბიზნესმენმა უმასპინძლა. რაჭაში იმ დღეს ბიძინა ივანიშვილსაც ელოდნენ, თუმცა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე წვეულებაზე არ მივიდა.

შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” ინფორმაციით, სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, სავარაუდოდ სწორედ “კაწრო” ჩანს, რომელიც შაქარაშვილის საქმის ერთ ერთ მთავარ მოწმესთან, გურამ ამირხანაშვილთან დიდუბის სადგურში მას შემდეგ მივიდა, რაც ამირხანაშვილი იქ მცხეთიდან მომავალმა მანქანამ დატოვა.

banner
წინა სტატიაშისოფელ მაჩხაანის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაწინანდალში სასტუმრო “რედისონში” ხანძარია