ავსტრიული გამოცემა „Wiener Zeitung“ საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინტერვიუს აქვეყნებს

georgienავსტრიული გამოცემა „Wiener Zeitung“ საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მინისტრი ხაზს უსვამს ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას. „ქართველი ხალხის სურვილი ყოველთვის გახლდათ თავისუფალი სამყაროს ნაწილად ყოფნა. საქართველო გეოგრაფიულად ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ნაწილი. ჩვენ ამჯერად გვსურს ევროპას ინსტიტუციონალურადაც ვეკუთვნოდეთ. ჩვენ გვწამს, რომ იმ რეფორმებით, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განვახორციელეთ, ქვეყანას ვაძლიერებთ. ჩვენთვის საკითხი შემდეგნაირად დგას, გვსურს იმ ქვეყნების ჯგუფს ვეკუთვნოდით, რომლებთანაც ერთი და იგივე ფასეულობები და ინტერსები გვექნება. ამ კურსს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობაც: გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 85 %-ს სურს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. ადამიანებს თავისუფლების ევროპული მოდელის მცნების და ევროპული ფასეულობების სჯერათ“.

banner
წინა სტატიაშითამარ კინწურაშვილი: დღეს მოსამართლეებმა შეასრულეს ნოტარიუსის ფუნქცია, მათ დააკანონეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს