ავსტრიულ ტელეარხზე მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის პატიმრობის შესახებ სიუჟეტი მომზადდა. გადაცემის წამყვანის განცხადებით, საერთაშორისო დონის მომღერალი საქართველოში უკვე ერთი წელია სასჯელს იხდის.
მედიასაშუალების ცნობით, ვინაიდან ბურჭულაძე ავსტრიის მოქალაქეცაა, პროცესში ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროა ჩართული.
მსოფლიო ბასს, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძესთან ერთად, ბრალი სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდებისა თუ ბლოკირების მცდელობის მუხლით (სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) ჰქონდათ წარდგენილი.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პაატა ბურჭულაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა 7 მაისს მიუსაჯა.















