ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსული წარმოშობის კანდიდატმა გაიმარჯვა

5ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა დამოუკიდბელმა კანდიდატმა, “მწვანეების” ყოფილმა ლიდერმა ალექსანდრ ვან დერ ბელლენმა – წერს “ბიბისი” .
ვან დერ ბელანის გამარჯვების შესახებ იმ ბიულეტენების დათვლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც ფოსტით იყო გაგზავნილი. მას ხმა 50,3%-მა მისცა, მის ოპონენტ ხოფერს კი – 49,7%, ასეთია წინასწარი მონაცემები, რომელიც ავსტრიის შს სამინისტრომ გამოაქვეყნა.
ავსტრიაში პრეზიდენტი, მეტწილად, წარმომადგენლობითია, მიუხედავად ამისა, ქვეყნის მეთაურს, მაგალითად, შეუძლია პარალმენტის ქვედა პალატა დაითხოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
გამარჯვებულ კანიდატს რუსული წარმოშობა აქვს. მისი მამა ფსკოვში დაიბადა და ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ესტონეთში გადასახლდა, სადაც გაიცნო მომავალი ავსტრიელი მეუღლე. 1940 წელს ისინი ავსტრიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ვან დერ ბელენი დაიბადა.

banner
წინა სტატიაშიმთელი დღე სიცხეში მდგარმა აქლემმა პატრონს თავი მოაჭამა
შემდეგი სტატია“ფეისბუქმა” ბოდიში მოიხადა მსუქანი მოდელის ბიკინში გადაღებული ფოტოს დაბლოკვის გამო