ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება, – ასე გამოეხმაურა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
„ღრმად ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო მიღების გამო. ეს არასწორი მიმართულებით საგანგაშო ნაბიჯია! ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება“, – წერს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.