29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ავსტრიის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

არანაირი კომპრომისი არ იქნება, ეს არ არის ბაზარი, სადაც საქართველოს მთავრობას შეეძლო ევაჭრა და შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე – ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით, – ამ განცხადებით ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, ბეათე მაინლ-რაიზინგერი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

როგორც ბეათე მაინლ-რაიზინგერმა ვენაში, „ალდეს“ ყრილობაზე აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს ევროპა, „რასაც მთავრობა მხარს არ უჭერს“.

„ჩვენ ძალიან მკაფიო ვართ, არანაირი კომპრომისი არ იქნება, განსაკუთრებით ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებზე! ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ეთქვა და ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე, ეს ეხება კანონის უზენაესობას ან სხვა ღირებულებებს – ეს, არასდროს მოხდება! ჩვენ ვზრუნავთ, რომ ჩვენი ევროკავშირი დაფუძნებული იყოს ამ ღირებულებებზე და თუ თქვენ მოახერხებთ რეფორმების გატარებას ამ მიმართულებით, მაშინ ჩვენ მოხარულები ვიქნებით ვაწარმოოთ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, მაგრამ თუ არა, მაშინ მე, მართლაც ვწუხვარ, ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით.

ჩვენ გვჯერა, რომ გზა მთავრობამ უნდა გაკაფოს, ეს უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეებისთვის. აშკარაა ის, რასაც ახლა ვხედავთ, საქართველოში, ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით. მოქალაქეებმა აირჩიეს ევროპა და ამას მთავრობა მხარს არ უჭერს. ვხედავთ, მასშტაბურ უკუსვლას“- განაცხადა მაინლ-რაიზინგერმა, რომლის განცხადებას და ქართულ თარგმანს „ტვ. პირველი“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მოქალაქე: მალე ეტლებით ვივლით, მე-15 საუკუნეში ვბრუნდებით
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: ლეიბორისტული პარტია” იმ არაბული კომპანიების ხელმძღვანელების საერთაშორისო სანქცირებაზე წარდგენას იწყებს, რომლებიც საქართველოში არაბული ქალაქის აშენებას გეგმავენ