ავსტრიის პრეზიდენტი: ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ალექსანდერ ვან დენ ბელენის განცხადებით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.

„მე ვგულისხმობ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. ავსტრია უკვე 13 წელია, 2008 წლიდან არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილე, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო მისიაა ადგილზე, რომელსაც სამწუხაროდ, ჯერ არ აქვს შესაძლებლობა, თვითონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმოქმედოს. ჩვენ მოველით და რუსეთისგან მოვითხოვთ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აფხაზეთშიც და ოსეთშიც მოახერხოს მუშაობა“, – აღნიშნა ალექსანდერ ვან დენ ბელენმა.

ამასთან, მან განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილთან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდა.

ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, პანდემიის გამო, უკვე მესამე მცდელობაა თქვენი ჩამოსვლისა ავსტრიაში და ძალიან გვიხარია, რომ როგორც იქნა ჩამობრძანდით. მოხარული ვარ, რომ შევხვდით. ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა და დღის მეორე ნახევარში გავაგრძელებთ ამ საუბარს“, – აღნიშნა ალექსანდერ ვან დენ ბელენმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ ევროკავშირთან დაახლოება არის კონკრეტული და მიდის წინ
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ახალ პროგრამაზე მუშაობს