პოლიციას ხელთ ჩაუვარდა შესაძლო ტერაქტების განხორციელების გეგმა

ავსტრიის პოლიციამ ევროპელები გაზრდილი ტერორისტული საფრთხის შესახებ გააფრთხილა

ავსტრიის პოლიციამ ევროპელები გაზრდილი ტერორისტული საფრთხის შესახებ გააფრთხილადღეს ვენის პოლიციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზამთრის დღესასწაულებზე ევროპის ქალაქებში ტერაქტების საშიშროება იზრდება.

მათი თქმით, ავსტრიის პოლიციას ხელთ ჩაუვარდა შესაძლო ტერაქტების განხორციელების გეგმა, თუმცა მის მიხედვით ჩატარებულმა გამოძიებამ და შემოწმებებმა ჯერჯერობით კონკრეტული შედეგები არ აჩვენა – ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. ამის მიუხედავად, პოლიცია ზამთრის დღესასწაულებზე ტერაქტების გაზრდილ საშიშროებებზე საუბრობს და ყველას მოუწოდებს ყურადღებით იყვნენ.

ევროპის ქალაქებში პოლიცია გაძლიერებულად პატრულირებს.

banner
წინა სტატიაშიიარაღის გაყიდვით აშშ პირველ ადგილზეა, რუსეთი – მეორეზე
შემდეგი სტატიალუბლიანას ქუჩაზე ავარიის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა