ავსტრიის პოლიცია სექსუალური ძალადობის ფაქტზე უცხოელებს ეძებს

ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის პოლიცია უცხოელების ჯგუფს ეძებს, რომლებმაც ახალი წლის ღამეს 18 ქალზე მოახდინეს თავდასხმა – წერს Reuters-ი ავსტრიის სამართალდამცველებზე დაყრდნობით.

დაზარალებულების თქმით, უცნობები მათ აჩერებდნენ და კოცნას ცდილობდნენ. შემთხვევები ცენტრალურ მოედანზე მოხდა. სავარაუდოდ, საუბარია 5 ან 6 მამაკაცისგან შემდგარ ჯგუფზე.

თვითმხილველები თავდამსხმელებს აღწერენ, როგორც შავკანიანებს, 20-დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცებს, რომლებიც საუბრობდნენ ინგლისურად, ან ცუდი გერმანულით. სამართალდამცველებს ცუდი ხარისხის ვიდეოჩანაწერი აქვთ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის არმიისთვის საბრძოლო ლაზერული დანადგარი იქმნება
შემდეგი სტატიაბელორუსმა რუსული ნავთობის ტრანზიტისათვის ტარიფი გაზარდა