ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში არიან

ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში არიან. აეროპორტში მათ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი დახვდა.

„მოხარული ვარ, მივესალმო ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც თბილისში სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის მანდატით ჩამოვიდნენ“- წერს ჰარცელი „ტვიტერში“.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები საოკუპაციო ხაზთან, სოფელს ოძისთან ჩავლენ.

ამის შემდეგ მათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში უმასპინძლებს, მოგვიანებით კი პრემიერ ღარიბაშვილსაც შეხვდებიან.

თბილისში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბრის თემა რეგიონული უსაფრთხოება და გამოწვევები იქნება.

დღის ბოლოს ევროპელი დიპლომატები ვიზიტს შეაჯამებენ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიქარსელაძე – რიკოთის უღელტეხილზე პირველი ორზოლიანი მონაკვეთი სექტემბერში გაიხსნება
შემდეგი სტატიაიტალიაში დაკარგულ ქართველ ემიგრანტს ეძებენ