ავსტრიის კლინიკა თანახმაა პაციენტი თემირლან მაჩალიკაშვილი მიიღოს

ავსტრიის კლინიკა თანახმაა პაციენტი თემირლან მაჩალიკაშვილი მიიღოს. როგორც ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი განმარტავს, კლინიკა თანახმაა, თუმცა ამ ეტაპზე თავისუფალი ადგილები არ აქვთ. ექიმის თქმით, ავსტრიის კლინიკა იმედოვნებს, რომ უახლოეს 24 საათში ადგილი გათავისუფლდება.

მანამდე დაჭრილის მიღებაზე უარი თქვა გერმანიის ერთ-ერთმა კლინიკამ.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდიდან ივანიშვილისთვის კიდევ რამდენიმე ხე მზადდება
შემდეგი სტატიაია ანთაძე: მოთმინება აღარ ყოფნით – დღეს უნდათ შედეგი