ავსტრიის ყოფილი კანცლერი მექრთამეობის გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება

ავსტრიის ყოფილი კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტარხე ვენაში სასამართლოს წინაშე წარსდგება ქრთამის აღების ბრალდებით. საუბარია შემოწირულობაზე, რომელიც ვენის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თავისუფლების პარტიას გადაურიცხა. ამ დროს შტრახე პარტიის ხელმძღვანელი იყო.

კლინიკის ხელმძღვანელი და შტრახეს მეგობარი, რომელმაც პარტიას 10 ათასი ევრო გადაურიცხა, ასევე ქრთამის მიცემაშია ბრალდებული, მისი მიზანი საკანონმდებლო ცვლილების მხარდაჭერა იყო – ბრალდებას ორივე მათგანი უარყოფს.

სასამართლო პროცესი დღეს დაიწყო და ოთხი დღე გაგრძელდება.

შტრახე ავსტრიის ვიცე-კანცლერი იყო 2017-2019 წლებში კონსერვატორ კანცლერ სებასტიან კურცთან კოალიციის ფარგლებში.

კოალიცია იბიცაზე მომხდარი სკანდალის შემდეგ დაიშალა. ვიდეოში, რომელიც მაშინ გავრცელდა, შტრახე საუბრობს ქალთან, რომელიც მდიდარ რუს დონორს განასახიერებს და მას ავსტრიულ მედიასა და ინფრასტუქტურაზე გავლენების წვდომას სთავაზობს გარკვეული თანხების სანაცვლოდ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ქალი მიგზავნილი აგენტი იყო.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან “პალიტრანიუსის” ოპერატორი სცემეს
შემდეგი სტატიაბულგარეთი ეძებს ქვეყანას რომ გადასცეს ვაქცინები, რომელთაც მალე ვადა გაუვა