ავსტრიელი, რომელსაც ხელბარგით 80 ფრინველი გადაყავდა, პარიზის აეროპორტში დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ ავსტრიის მოქალაქე, რომელსაც მექსიკიდან 80 პატარა ჩიტი მოყავდა, პარიზის აეროპორტში დააკავა – “ლოკალი” 15 აგვისტოს ავრცელებს. მამაკაცს ფრინველები სამ ხელჩანთაში ყავდა გადანაწილებული. ტვირთის აღმოჩენისას ერთის გარდა ყველა ფრინველი ცოცხალი იყო, თუმცა, მოგვიანებით 55 დაიხოცა. დაკავებული ავსტრიის მოქალაქე ამბობს, რომ ის ჩიტების კოლექციონერია. პოლიციამ ფრინველები ვეტერინარებს გადასცა მოსავლელად.

banner
წინა სტატიაშისერგეი შამბა – დროა, საქართველოსთან დიალოგი დავიწყოთ
შემდეგი სტატიაავსტრიამ გზებზე მოტოსიჩქარის ლიმიტი 140 კმ/საათამდე გაზარდა