ავსტრიელი მოზარდი პოლიციას მასობრივი მკვლელობის აღკვეთაში დაეხმარა

ავსტრიელი მოზარდი, რომელიც გერმანულ სკოლაში სწავლობს, პოლიციას მასობრივი მკვლელობის აღკვეთაში დაეხმარა – სამართალდამცავებს ონლაინ-ჩათის შესახებ ინფორმაცია გადასცა. Fox News-ის ცნობით, ავსტრიელს მოზარდს სოცქსელში ერთ-ერთმა მოსწავლემ უთხრა, რომ სკოლაში მოსწავლეების დაცხრილვას აპირებდა და იარაღის ფოტოც გაუგზავნა.
ავსტრიელმა მოზარდმა ამის შესახებ პოლიციას აცნობა, რომელმაც გამოარკვია, რომ ეჭვმიტანილი ქალაქ უსლარში ცხოვრობს. დაკავებულის თქმით, უნდოდა, იმ დამცირებისთვის, რომელსაც აყენებდნენ, პასუხი გაეცა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტმა, 549 ხმით 27-ის წინააღმდეგ, როუმინგის დამატებითი გადასახადი გააუქმა
შემდეგი სტატიააშშ განიხილავს სირიაში სამხედრო მოქმედებების ვარიანტებს