ავსტრიელ მამაკაცს საკუთარი ცოლის კოვიდ 19 – ით მიზანმიმართულად დაავადებისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ავსტრიაში თავისუფლება აღუკვეთეს მამაკაცს, რომელიც კოვიდით ავადმყოფი ცოლს სახეში ახველებდა

ავსტრიელ მამაკაცს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საკუთარი ცოლის კორონავირუსით მიზანმიმართულად დაავადებისათვის.

63 წლის მამაკაცი გასული წლის ნოემბერში გამიზნულად ახველებდა ყოფილ ცოლს სახეში, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე დღის დადასტურებული ჰქონდა კორონავირუსი. მოსამართლეებმა მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და სხეულის დაზიანებისთვის სამი წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.

ბრადებული ნოემბერში კარანტინში იყო. ყოფილი ცოლის თქმით, მაშინ ისინი ერთად ცხოვრობდნენ. მამაკაცი სახლში თავს არ იცავდა, ცოლის მიმართულებით ახველებდა და მისი პირსახოციც კი გამოიყენა. ერთხელ კამათისას ცოლს ხელიც კრა. 70 წლის ქალი კოვიდ-19-ით დაავადდა, თუმცა მოგვიანებით გამოჯანმრთელდა. ყოფილმა ქმარმა მას კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, რომელიც ათას ევროდ განისაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში პარლამენტის ორ დეპუტატს სახელმწიფოს ღალატში ედება ბრალი
შემდეგი სტატიაასტრაზენეკას ოფისთან აქტივისტები ვაქცინის ტექნოლოგიის გასაჯაროებას ითხოვდნენ