ავსტრიაში ქართველი მამაკაცი მიგრანტების არალეგალური გადაყვანის ბრალდებით დააკავეს

ავსტრიაში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც მიგრანტების არალეგალური გადაყვანის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ინფორმაციით, 22 წლის ქართველი ახალგაზრდას იტალიიდან ავსტრიაში ჩინეთის მოქალაქეებს ფარულად შეჰყავდა. სამართალდამცველების ცნობით, ეჭვმიტანილმა გაქცევა მოახერხა, თუმცა საბოლოოდ მისი შეჩერება და ხელბორკილების დადება ქალაქ მაგლერნში მოხდა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

banner
წინა სტატიაშითბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: “არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში”