ავსტრიაში მცხოვრები ქართველი – სასწრაფო არ მოდის, ოჯახის ექიმი არ გირეკავს და არ გეკითხება ხარ, თუ ხარ ცოცხალი, საავადმყოფოში არ გაწვენენ, არავის აზრადაც არ მოუვა პაციენტის სასწრაფოთი ტარება ჰოსპიტალში თავისუფალი ადგილის ძებნაში

“სასწრაფო არ მოდის, ოჯახის ექიმი არ გირეკავს და არ გეკითხებ ახარ, თუ ხარ ცოცხალი, საავადმყოფოში არ გაწვენენ, არავის აზრადაც არ მოუვა პაციენტის სასწრაფოთი ტარება ჰოსპიტალში თავისუფალი ადგილის ძებნაში” ამის შესახებ ავსტრიაში მცხოვრები ქართველი, ნინო გურჯიშვილი წერს.

“მორჩით ქართულ მედიცინაზე და ქართველ მედიკოსებზე ღლიცინს და იაზვობას, მორჩით ჯიუტობას, იყავით კანონმორჩილები , მიყევით რჩევებს და რეგულაციებს და იყავით მადლიერები იმისა, რაც საქართველოში ჩვენი და სხვა მოქალაქეებისთვის უსასყიდლოდ გაკეთდა და კეთდება, 3 მილიონ საწოლს ვერ დადგამენ და ყველა დაწესებულებას სტაციონარად ვერ აქცევენ, ეცით პატივი ერთმანეთს და თქვენს გვერდით მდგომს , დაიცავით რეგულაციები, მორჩით ტუსოვკებზე და რესტორნებში წანწალს, – წერს გურჯიშვილი

როგორც გურჯიშვილი აღნიშნავს, ავსტრიაში კოვიდ ვითარების მართვასთან დაკავშირებით გაცილებით რთული ვითარებაა.

„ავსტრიაში ვარ და გიყვებით რეალურ, აქაურ მდგომარეობას ვირუსთან ბრძოლასთან დაკავშირებით. სრული დაზღვევის მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს ყველა სიმპტომით, რეკავს ქოლცენტრში ტესტის ჩასატარებლად, პასუხობენ, რომ დაუკავშირდებიან, ცოტახანში რეკავენ და მეორე დღეს იბარებენ წითელი ჯვრის (ქუჩაში დგას კარავი) პუნქტში , მანქანიდან გადაუსვლელად აგიღებენ ნაცხს , გაყინავენ და მიაქვთ 40კმ დაშორებით სხვა ლაბორატორიაში. პასუხი იქნება 4 დღეში თუ შაბათი-კვირა არ გამოეჩხირა, ანუ 6 დღე შეიძლება იყო დაავადებული პასუხის მოლოდინში, შეგიძლია კერძო ტესტი გაიკეთო 120 ევროდ, რომელსაც დაზღვევა არ ფარავს. და ისიც 2დღეში იქნება, სასწრაფო არ მოდის, ოჯახის ექიმი წამლებს და მკურნალობას არ გინიშნავს, ოჯახის ექიმი არ გირეკავს და არ გეკითხებახარ თუ ხარ ცოცხალი, საავადმყოფოში არ გაწვენენ, არავის აზრადაც არ მოუვა პაციენტის სასწრაფოთი ტარება ჰოსპიტალში თავისუფალი ადგილის ძებნაში, ჰოსპიტალში რა ხდება არ ვიცი“, – წერს ნონო გურჯიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე აქციაზე: თითქმის 20 საათი აქვთ იმისთვის, რომ გააპროტესტონ, რაც უნდათ
შემდეგი სტატიათბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 21:00 საათამდე მიიღებენ