ავსტრიაში კონცერტზე სროლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ავსტრიის დასავლეთით, ქალაქ ნენცინგში, რომელიც ფერარბერგის მიწას ეკუთვნის, ოპენ-აირზე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ადამიანი მოკლა.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსროლელი მანქანების პარკინგზე ქალს ეჩხუბა, რომლის შემდეგაც მანქანიდან გადმოიღო იარაღი და კონცერტზე შეჯგუფებულ ხალხს სროლა დაუწყო.
კონცერტი ადგილობრივი მოტოკლუბის მიერ იყო ორგანიზებული.
დაჭრილები მძიმე მდგომარეობაში არიან. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, მათ სხვადასხვა ტიპის ჭრილობები აქვთ მიღებული.

banner
წინა სტატიაშიელვის პრესლის გიტარა 334 ათას დოლარად გაიყიდა
შემდეგი სტატიაკანადის მთავრობა ფორტ მაკ-მიურეის შავი დათვებისგან გაწმენდას ცდილობს