4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

ავსტრიაში ჯაშუშობის ეჭვით 4 უკრაინელი დააკავეს, მათ შორის “უკრაინსკაია პრავდის” თანამშრომლები

ავსტრიაში, ჯაშუშობაში ეჭვის საფუძველზე, უკრაინის ოთხი მოქალაქე დააკავეს — მათ შორის არიან გამოცემა „უკრაინსკაია პრავდის“ (Українська правда) თანამშრომლები.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის, გერჰარდ კარნერის განცხადებით, დაკავებულებიდან სამი პირველი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. მიმდინარე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შს მინისტრმა საქმის დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდაში“ ადასტურებენ, რომ დაკავებულთა შორის მათი ორი თანამშრომელიც იმყოფებოდა.

გამოცემის მთავარი რედაქტორის, სევგილ მუსაიევას ცნობით, ჟურნალისტი მიხაილო ტკაჩი 12-საათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა მას საკომუნიკაციო მოწყობილობები ჩამოართვეს და არ დაუბრუნებიათ, რის გამოც რედაქცია მასთან პირდაპირ დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

მუსაიევამ ასევე აღნიშნა, რომ დაკავების პროცესში დაზიანებები მიიღო ოპერატორმა იაროსლავ ბონდარენკომ, რომელიც ამჟამადაც პატიმრობაში რჩება.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე: ჩანაწერების ციხიდან გატანა მეც ამიკრძალეს
შემდეგი სტატია“გიორგი მალანიაზე საშიში პიროვნება საქართველოში არ მეგულება”-მოკლული მასწავლებლის დედა