11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში ბავშვთა საკვებ HiPP-ის ქილებში მოთავსებული ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ევროპის სამ ქვეყანაში ბავშვთა საკვებ Hipp-ის ქილაში მოთავსებული ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს.

მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც ფიგურირებს ბავშვთა საკვებ HiPP-ის კომპანიისგან თანხის გამოძალვის საქმეში. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 39 წლის მამაკაცი.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პოლიცია დამატებით დეტალებს, მათ შორის დაკავების ზუსტ ადგილსა და ეჭვმიტანილის ვინაობას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში მაღაზიების თაროებზე აღმოჩენილი ბავშვთა საკვები, რომელიც ვირთხის საწამლავს შეიცავდა, დაკავშირებულია ერთ პიროვნებასთან. ის კომპანიისგან ორ მილიონ ევროს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა, რომ მოწამლულ ქილებს განათავსებდა Tesco-ს სუპერმარკეტებში ჩეხეთის ქალაქ ბრნოში, სლოვაკეთის ქალაქ დუნაისკა სტრედაში, ასევე Interspar-ის მაღაზიაში ავსტრიის ქალაქ აიზენშტადტში.

banner
წინა სტატიაშიPolitico: ირანთან ომის შემდეგ ტრამპი კუბაში სამხედრო ოპერაციასაც განიხილავს
შემდეგი სტატიატუსკი: ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისთვის უდიდესი საფრთხე ნატოს რღვევაა