ავსტრიამ თურქი ნაციონალისტების მისალმება კანონით აკრძალა

პირველი მარტიდან ავსტრიაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც თურქი ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია “რუხი მგლების” მისალმების ჟესტს კრძალავს – Anadolu წერს. 2018 წლის დეკემბერში ავსტრიის პარალმენტმა შესწორებები შეიტანა კანონში ექსტრემისტული ორგანიზაციების სიმბოლოების აკრძალვის შესახებ, რომლის მიზანი ქვეყანაში ტერორიზმის პროპაგანდის დაბლოკვა იყო.
კანონის დარღვევისათვის ჯარიმა 4 ათასი ევრო ან ერთი თვით თავისუფლების აღკვეთაა. განმეორებითი დარღვევისას კი 10 ათასი ევროს ჯარიმა და 6 კვირით თავისუფლების აღკვეთა.
“რუხი მგლები” თურქეთში 1970-იან წლებში არსებული პოლიტიკური ძალადობის ნაწილი იყო. ისინი პოლიტიკური მიზნების გამო ხოცავდნენ ადამიანებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის გარეთ. 1981 წელს იოანე პავლე მეორეს ორგანიზაციის წევრი თავს დაესხა.
გერმანიაც, ასევე, აპირებს თურქი ულტრამემარჯვენეების სიმბოლოების აკრძალვას.

banner
წინა სტატიაშისარფის განახლებული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გაზრდის საქართველო-თურქეთს შორის ურთიერთობებს
შემდეგი სტატიაშვედეთის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავა