ავსტრიამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა

ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა – Reuters-ი წერს.
სასამართლომ ავსტრიის თავისუფლების პარტიის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც შედეგების გაუქმებას ითხოვდა. მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ ხმების დათვლის პროეცსში უხეშ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ამასთანავე, არ ვრცელდება, დარღვევებმა არჩევნების შედეგებზე იმოქმედა თუ არა.
“არჩევნები ჩვენი დემოკარტიის საფუძველია. ახლა ჩვენ იმას არ ვარკვევთ, ვინ გაიმარჯვა და ვინ არა. ჩვენ ახლა კანონის უზენაესობას ვასრულებთ” – განაცხადა სასამართლოს წარმომადგენელმა გერჰარდ ჰოლცინგერმა.

ხელახალი არჩევნები, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება.
ავსტრიაში საპრეზიდენტო არჩევნები ორი ტურით ჩატარდა – 24 აპრილს და 22 მაისს. არჩევნებზე ვან დერ ბელლენმა 0,3%-ით მოუგო ოპონენტს.

banner
წინა სტატიაში“სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან აჰმედ ჩატაევის შესაძლო კავშირს ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებთ”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: დღეიდან საქართველოსთვის ევროპული ბაზარი აქტიურად გაიღო