ავსტრიამ რუსეთის საელჩოს დიპლომატებს ქვეყნის დატოვება უბრძანა

ავსტრიამ რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა და უბრძანა, ქვეყანა ერთი კვირის განმავლობაში დატოვონ. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

“რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატის ქცევა შეუთავსებელია მათ დიპლომატიურ სტატუსთან… მათ ქვეყანა 19 მარტამდე უნდა დატოვონ,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-ს ცნობით, სანამ ავსტრია ამ ნაბიჯს გამოაცხადებდა, მანამდე რუსეთმა განაცხადა, რომ საპასუხო რეაქციას ექნებოდა. რუსეთმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას “უსაფუძვლო” უწოდა.

ავსტრიის ამ გადაწყვეტილებით, რუსი დიპლომატების რაოდენობა, რომლებიც ავსტრიამ 2020 წლიდან გააძევა, 11-მდე გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანში, ყაზახის რაიონში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ
შემდეგი სტატიასამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გამო საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა