ავსტრიამ გზებზე მოტოსიჩქარის ლიმიტი 140 კმ/საათამდე გაზარდა

ავსტრიამ 15 აგვისტოს მოტოგზებზე სიჩქარის ლიმიტი 130კმ/საათიდან 140კმ/საათამდე გაზარდა. უმაღლესი ლიმიტი წარადგინა ტრანსპორტის მინისტრმა ნორბერტ ჰოფერმა (Norbert Hofer). ლიმიტი სატესტო რეჟიმში წლის ბოლომდე იმუშავებს. ოპოზიციური პარტია, მწვანე აქტივისტები და სხვები ინიციატივას აპროტესტებენ. ისინი თვლიან, რომ სიჩქარის გაზრდა ავარიებს გაზრდის და ჰაერის დაბინძურებას შეუწყობს ხელს. ჰოფერმა ამის პასუხად “ტვიტერში” დაწერა: “ჩვენ მოტოგზებს ვაშენებთ და არა “ნელ გზებს” – “ლოკალი” წერს.
მეზობელ გერმანიაში მოტოგზებზე მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/საათია.

banner
წინა სტატიაშიავსტრიელი, რომელსაც ხელბარგით 80 ფრინველი გადაყავდა, პარიზის აეროპორტში დააკავეს
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს