ავსტრია, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ესპანეთი, ნიდერლანდები და შვეიცარია-შვიდმა ქვეყანამ საზღვარი “სინოვაკის” ვაქცინით აცრილებისთვისაც გახსნა

ევროპულმა ქვეყნებმა

შენგენის შვიდმა ქვეყანამ საზღვარი “სინოვაკის” ვაქცინით აცრილებისთვისაც გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ SchengenVisaInfo ავრცელებს. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ესპანეთი,
ნიდერლანდები და შვეიცარია.

“სინოვაკით” აცრილებისთვის, ამ ქვეყნებში შესასვლელად მთავარი მოთხოვნაა, რომ სრულად იყვნენ აცრილები და ჰქონდეთ დოკუმენტი, სადაც ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია იქნება ასახული მასპინძელი ქვეყნისთვის მისაღებ ენაზე.

ცნობილია ისიც, რომ ამ ადამიანებს, ქვეყანაში შესვლის შემდეგ, თვითიზოლაციაში ყოფნა აღარ მოუწევთ.

ცნობისთვის, Sinovac ჩინური წარმოების ვაქცინაა, რომელიც გადაუდებელი გამოყენებისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1 ივნისს დამტკიცდა და მისი გამოყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, აქტიურად ხდება.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: არავის მივცემთ შესაძლებლობას, სელფები იღოს გადავსებულ ურნებთან, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია
შემდეგი სტატიაბოკერია: სამარცხვინო ამბავია, თუ ვინმე პრინციპულად მისდევს იმ ნარატივს რომ მძინარე ცხინვალს დაესხა უცებ არაფრისგან ქართული სახელმწიფო თავს