ავსტრია პალესტინელებისთვის დაახლოებით 19 მილიონი ევროს დახმარებას წყვეტს

ავსტრია პალესტინელებისთვის დაახლოებით 19 მილიონი ევროს დახმარებას წყვეტს. ინფორმაციას ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი ავრცელებს.

„ტერორის მასშტაბები იმდენად საშინელია, რომ არ შეგვიძლია, დავუბრუნდეთ საქმიანობას ჩვეულებრივ, ამიტომ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობიდან ყველა გადასახადს ამ დროისთვის ვყინავთ“, – განუცხადა შალენბერგმა მედიას.

„როიტერის“ ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ პალესტინელებისთვის დახმარების შეწყვეტაზე ფიქრობს გერმანიაც. გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების მინისტრის თქმით, მთავრობა ყოველთვის ფრთხილად იყო, რომ ფული მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის ყოფილიყო გამოყენებული.

banner
წინა სტატიაშიისრაელს საერთაშორისო კანონმდებლობით აქვს თავდაცვის სრული უფლება და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ ისმის – შჩერბა
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლება ყოველწლიურად 22-23 მილიარდ ლარს ხარჯავს ამ ქვეყანაში და საქართველოს მოქალაქეს არაფერი ეტყობა – არცერთი პრობლემა ძირეულად არ მოგვარებულა – კირკიტაძე