ავსტრია “ასტრა-ზენეკაზე” მალე უარს იტყვის

ავსტრია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატ “ასტრა-ზენეკათი” ვაქციანციაზე მალე უარს იტყვის, ივნისში მხოლოდ რამდენიმე პირველი აცრაა დაგეგმილი – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ვოლფგანგ მიუკშტაინმა განაცხადა – “ლოკალი” წერს. მიზეზი გახდა ბრიტანულ-შვედური ვაქცინით მომარაგება და არა მის ეფექტურობაში ეჭვის შეტანა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, “ასტრა-ზენეკა” მეორე დოზის დასასრულებლად ჯერ კიდევ არის ქვეყანაში.

შემდეგ მიუკშტაინს სურს გამოიყენონ “ფაიზერი”, ასევე, “მოდერნა” და “ჯონსონ და ჯონსონი”.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა “ასტრა ზენეკას” კონტრაქტში გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამო სასამართლოში უჩივლა.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ქარხნების მუშაობა არ გაჩერებულა – კომპანია ‘ბორჯომი’ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
შემდეგი სტატია„ევროპულმა საქართველომ“ პარტიის დაშლის კლასი აჩვენა