ავსტრალიის ვიცე-პრემიერი პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 200 დოლარით დააჯარიმეს

ავსტრალიის ვიცე-პრემიერი ბარნაბი ჯოისი პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 200 ავსტრალიური დოლარით (151 აშშ დოლარი) დააჯარიმეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე საწვავისთვის თანხას იხდიდა, ერთ-ერთმა მოქალაქემ შენიშნა და „ცხელ ხაზზე“ დარეკა. ჯოისმა Sky News-თან ინტერვიუში დაჯარიმების ფაქტი დაადასტურა.

მისი თქმით, აეროპორტისკენ მიემართებოდა, გზად საწვავის ჩასასხმელად შეიარა. „ავტომობილში საწვავი ჩავასხი, შევედი, იმის გამო, რომ პირბადე არ მეკეთა, 30 წამის შემდეგ 200 დოლარი დამიჯდა, ასეთია ცხოვრება,“- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 749, იმერეთში – 122, ქვემო ქართლში – 102
შემდეგი სტატიაავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო ნატოს ქვეყნებს ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევს