ავსტრალიის პრემიერმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ ბოდიში მოუხადა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთ ოფიციალურად მოუხადა ბოდიში. ასობით ადამიანი შეიკრიბა კანბერაში, რომ მისი ემოციური გამოსვლისთვის მოესმინა. გამოძიების შედეგად, რომელიც ხუთი წელი გრძელდებოდა, დადგინდა, რომ უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე ქვეყნის ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში ათობით ადამიანი გახდა სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის მსხვერპლი. “დღეს ჩვენ, ბოლოსდაბოლოს შეგვიძლია ვაღიაროთ და მოვისმინოთ ჩვენი შვილების დაკარგული ყვირილი. ჩვენ უნდა შევეგუოთ და ქედი მოვიხაროთ იმათ წინაშე, ვინც დავივიწყეთ, და მათ პატიება ვთხოვოთ ” – თქვა პრემიერმა – “ბიბისი” წერს.

გამოძიების მსვლელობისას, რომელიც 2017 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა, ძალადობის 8 ათასი მოწმე დაიკითხა, რომელიც ხდებოდა, მათ შორის ეკლესიებში, სკოლებსა და სპორტულ დარბაზებში.

“რატომ დავაიგნორირეთ ჩვენი შვილებისა და მშობლების ყვირილი? რატომ იყო სამართლებრივი უწყებები უკანონობების წინაშე ბრმა? რატომ დაგვჭირდა ამდენი დრო იმისათვის, რომ მოქმედება დაგვეწყო? ” – იკითხა გაბზარული ხმით მორისონმა.

საქველმოქმედო ორგანიზაცია Care Leavers Australasia Network, რომელიც ძალადობის მსხვერპლთ ეხმარებოდა, გაავრცელა, რომ დაზარალებულები და მათი ახლობლები სპეციალურად ჩავიდნენ კანბერაში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მოსასმენად.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ავიღე ვალდებულება, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი
შემდეგი სტატიაპუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს ხელი მოაწერა