ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თავდამსხმელი

ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თავდამსხმელი.

ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

სიდნეის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს პოლიციელმა ესროლა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირი, რომელიც სიდნეის Westfield Bondi Junction-ის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, მარტო მოქმედებდა. თავდასხმის შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთის პრეზიდენტი – ვულოცავ მეგობარ ქართველ ერს ეროვნული ნაკრების ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლას
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი – მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა ლაზარე გრიგორიადისს, დიდი იყო