ავსტრალიაში ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის ვიზიტი ქვეყნის ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიაში ებრაული თემისთვის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოსახატად იმყოფება გასულ წელს, სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები პროპალესტინური ჯგუფები არიან, რომლებიც იცხაკ ჰერცოგს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში თანამონაწილედ მიიჩნევენ.
















