ავსტრალიამ სანქციები დაუწესა რუსეთის 55 მოქალაქეს- ნიკოლაი ბასკოვს,ფილიპ კირკოროვს, თინა კანდელაკს და ჯგუფ “ლუბეს” წევრებს

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის 55 მოქალაქის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და ასევე დააწესა ფინანსური შეზღუდვები 37 კომპანიაზე,- განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა.

სანქციები დაუწესდა ფილიპ კირკოროვს,ნიკოლაი ბასკოვს, ჯგუფ “ლუბე”-ს სოლიტს ნიკოლაი რასტორგუევს, ბაიკერ ალექსანდრეს, “ქირურგს” ზალდოსტანოვს. პროპაგანდისტებს: თინა კანდელაკს, არტემ შეინინს, ოლეგ დობროდეევს და ალექსეი პიმანოვს.

სანქციების სიაში ასევე არიან რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელები: გლებ ნიკიტინი (ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი), ნატალია კომაროვა (KhMAD), ოლეგ კოჟემიაკო (პრიმორიე), ვლადიმერ სოლოდოვი (კამჩატკას ტერიტორია), მურატ კუმპილოვი (ადიღეა) და არტემ ზდუნოვი (მორდოვია). გარდა ამისა, რამდენიმე  დუმის წევრი პოლიტიკოსები დაექვემდებარა შეზღუდვებს.

 

banner
წინა სტატიაშიალექსეი ნავალნის ცხედარი ოჯახს ამ დრომდე არ გადასცემია, ლუდმილა ნავალნაია ამბობს, რომ გამომძიებლები მისი შვილის ფარულად დაკრძალვას ცდილობენ
შემდეგი სტატიაჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, ტირანია ვერასდროს იზეიმებს – სუნაკი