ავსტრალია „დიდ სლემში“ მონაწილე არავაქცინირებულ ჩოგბურთის მოთამაშეებს ქვეყანაში არ შეუშვებს

არავაქცინირებული ჩოგბურთის მოთამაშეები 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე არ დაიშვებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე თვეა, ავსტრალიელი პოლიტიკოსები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნა მიღებული.
ტურნირი ავსტრალიის ქალაქ მელბურნში 17-30 იანვარს უნდა გაიმართოს და მასში მხოლოდ ვაქცინირებული მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას. ცნობილია, რომ ჩოგბურთის სამყაროში სპორტსმენთა უმრავლესობა არავაქცინირებულია, მათ შორისაა, სავარაუდოდ, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ არ აპირებს მისი იმუნიზაციის სტატუსის გასაჯაროებას.
გაურკვევლობა ვაქცინაციის სტატუსთან დაკავშირებით მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ქალთა ჩორგურთის ასოციაციამ ყველა სპორტსმენს წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ ყველა მათგანი შეძლებდა ტურნირში მონაწილეობას იმ შემთხვევაში, თუ წარადგენდნენ ბოლო სამი დღის განმავლობაში გაკეთებული „პისიარის“ ტესტის პასუხს, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა.
აღნიშნულ საკითხს ასევე გამოეხმაურა ავსტრალიის ვიქტორიის შტატის პრემიერი, დანიელ ენდრიუსი, რომელმაც განაცხადა, რომ ავსტრალიაში შემოსასვლელი ვიზების გაცემა არ მოხდებოდა არავაქცინირებული ჩორბურთის მოთამაშეებზე.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიამ, პანდემიასთან გამკლავების საპასუხოდ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კოვიდრეგულაციები შემოიღო .

წყარო: https://www.bbc.com

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: “შიმშილობის ბოლო დღე. მიზანი მიღწეულია…”
შემდეგი სტატიაამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა