ირინა სარიშვილი: ავრცელეთ რამდენიც გინდათ და ვისზეც გინდათ! გვკიდია!

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

ირინა სარიშვილი  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების ფაქტს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

sarishvili
ქვეყანაში არნახული განუკითხაობაა!
ეხებიან ყველაზე მნიშვნელოვანს – ადამიანის პირად ცხოვრებას!
ეხებიან ბინძურად, სიცრუით, ცილისწამებით!
ასეთი რამ არა თუ საქართველოში, დედამიწის ზურგზე არ მომხდარა, რაც დღეს ხდება!
აღარაფერს ვამბობ შიმშილზე და სიღატაკეზე;
აღარაფერს ვამბობ სიცრუეზე, რომელშიც გვაცხოვრებენ;
ეხებიან ყველაზე წმინდას – ჩვენს პირად ცხოვრებას!
ასეთ ვითარებაში ერთადერთი გზა ამ ყველაფრის უარყოფა და დაგმობაა!
არ მჯერა არცერთი ფარული ვიდეო–ჩანაწერის!
აი ეს უნდა იყოს ჩვენი ერთადერთი რეაქცია ამ განუკითხაობაზე!
კარგად დავფიქრდეთ ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ეს ჩანაწერები ვნახეთ: ასეთი მონტაჟის მსხვერპლი ხვალ შეიძლება ნებისმიერი თქვენგანი გახდეს! კარგად ხვდებით, რასაც გეუბნებით!
ამიტომ, მიუხედავად იმისა, ვის ვინ გვიყვარს ან არ გვიყვარს, ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, დავრჩეთ ადამიანებად, დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს, ვიფიქროთ სხვებზეც და საკუთარ თავზეც და ერთად ვუთხრათ ამ სიბინძურის გამავრცელებლებს:
დრო მოვა და ამისათვის ყველა უსასტიკესად დაისჯებით!
ბოროტება ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ!
დღეს კი –
ავრცელეთ რამდენიც გინდათ და ვისზეც გინდათ!
გვკიდია!-წერს ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი Freedom House-ის ანგარიშს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიის დონე შარშანდელთან შედარებით 4,61 პუნქტამდე გაუმჯობესდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია:” ორგაზმის დროს ძალიან აღტკინებული გრიმასა მაქვს ხოლმე”